იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია 3.3%-ით 534 გვტ. საათამდე, ქარის სადგურის გამომუშავება შემცირდა 19.2%-ით 5.3 გვტ. საათამდე, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 1.3%-ით, 370 გვტ. საათამდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17.9%-ით, 1,439 გვტ. საათამდე გაიზარდა. იანვარში საცალო მოხმარება წლიურად 8.7%-ით, 829 გვტ. საათამდე, ხოლო პირდაპირი მოხმარება 34.6%-ით, 294 გვტ. საათამდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად გაზრდილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება წლიურად 31.6%-ით, 315 გვტ. საათამდე.

“მოხმარების ზრდის ძირითადი მიზეზი, საცალო მოხმარების შემთხვევაში, ცივმა ამინდებმა განაპირობა, ხოლო პირდაპირი მოხმარების ზრდა ფეროშენადნობების და კრიპტომაინინგის კომპანიების გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია”,- წერია პუბლიკაციაში.

საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 6.23 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თვის ჭრილში კი ზრდა 4.6% იყო.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22.5 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების 576 გვტ. საათი ელექტროენერგია. იმპორტის 67% (389 გვტ. საათი) რუსეთიდან, 21% (119 გვტ. საათი) თურქეთიდან, 11% (64 გვტ. საათი) სომხეთიდან, ხოლო მცირე, 1%-მდე მოცულობა საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო. რუსეთიდან იმპორტირებული 389 გვტ. საათი ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი, 220 გვტ. საათი, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იქნა გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა – 295.4…